შემდგენლელი:
წინასიტყვაობა
მეტსახელის შერქმევის ტრადიცია ქართველურ ტომებში ძველთაგანვე ყოფილა გავრცელებული და, როგორც ირკვევა, გვარ-სახელთა ძირითადი ნაწილის პირველწყაროც ადამიანთა სახელებთან ერთად, მეტსახელებიცაა.
მეტსახელები, როგორც ცნობილია, იქმნებოდა იმპროვიზებულად. მათ შეთხზვაში გონებამახვილობას, ხალხურ იუმორსა და სატირას, ხშირად – ირონიასაც, განუსაზღვრელი ასპარეზი ჰქონდა. ამ მიზნით უფრო უწყინარ, მსუბუქი იუმორით შეფერილ გამოთქმებს არჩევდნენ ხოლმე: ბოხვერა, კრიჭა, პაწოი, ფიჩხა... მაგრამ არაიშვიათად საკვიმატო, გამოსაჯავრებელი, ზოგჯერ შეურაცხმყოფელი გამოთქმებიც კი უხმარიათ: ბაჩონკა, ბელტიყლაპია, გიჟუა, თავდიდა...
მეტსახელები, სახინჯრები, თიკუნები ყურადღებას ამახვილებს ადამიანის პირად თვისებებზე, მისწრაფებებზე, მოსაქმეობაზე, ფიზიკურ მონაცემებსა და გარეგნობაზე. ზოგჯერ პირს მეტსახელით უფრო იცნობენ, ვიდრე სახელით. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს რამდენიმე თიკუნს შეარქმევდნენ და თანასოფლელებს ნამდვილი სახელი არც კი აგონდებათ და თავად ადამიანიც რეაგირებას სახინჯარზე უფრო ახდენს.