თუშური დიალექტის ლექსიკონი

There are currently 31 names in this directory beginning with the letter -.
-ა, -ავის
თურმეობითი I-ის სუფიქსი, ნაცვლად -ი-ა დაბოლებისა, -ებ, -ამ თემატიკურ-ნიშნიან, ფუძედრეკად ან უნიშნო ზმნებში: უოჴრებავ,უკეთებავის; უთქვამავ; უჟლეტავ; დჸჭამავ. -ავ შედგება -ა2 და სხვათა სიტყვის ო > -ვ-საგან (იხ -ვ1): ვერ მოვკალთ-ა-ვ, − მითხრეს-ა-ვ − ხან არ მოგვც-ა-ვ ცდისი-ვ; მე-ა-ვ თუშეთს ნამყოფ არ ვარივ. ზოგჯერ იგი თითქოს მთლიან ნაწილაკად არის გაგებული და ერთვის როგორც ბოლოთანხმოვნიან, ისე ბოლოხმოვნიან სიტყვებსო, მაგრამ აქაც -ა-ვ ნაწილაკებია: თუ ვერ ვასრევავ,... ჴელს ავიღებავ; დიდხანავ, ჯარ აჩინდავ ხისოავ.

-ა2
დაცულია სხვათა სიტყვის გაუმარცვლოებული -ო ნაწილაკის ნაშთის -ვ-ს წინ, როცა -ა ა) შეკვეცილი მეშველი ზმნაა: ჸჸმაშინდელიავ, დიდ მთებშიგ რომ ნაფუძრებიავ; ბ) ემფატიკური ან ფორმანტისეული ხმოვანია: მეშვიდე წელსავ ტყემავ ფოთოლ აღარ გამჸსხავ... წყლებივ დაშრავ; ქმარ მყვანიავ (= ქმარი მყოლიაო); გ) ფუძისეულია ნაცვალსახელში, ზმნისართსა, თანდებულსა თუ სხვა მეტყველების ნაწილში ჩვენავ, წინავ, მთაზედავ, სოფელშიავ... დ) ნართაულია ზმნის ფორმებში: ციხეში შევიდნესავ; ვინც გარეთ დავრჩენთავ, გადაგვარჩიესავ.

-აჸ
ა) მოკვეცილია ვითარებითი ბრუნვის -დ ნიშანი და დარჩენილია კნინობითობის -ა და ძლიერი დამართის ჸ: პირველაჸ (< პირველაჸდ) პირველად; თუშურაჸ − თუშურად; მეტაჸ − მეტად. ბ) კნინობითობის -ა სუფიქსი და იგივე ჸ: ცუტუნაჸ − პატარა; ბ) აღნიშნავს კი, -ღა, მხოლოდ, მარტო: თბილადაჸ იყოს; თუაჸ თუკი; სამოციაჸ (= სამოციღა) წასრულ.

-დ:
ვითარებით ბრუნვაში დასმული მასდარი უდრის ინფინიტივს და აღნიშნავს მიზნის გარემოებას, გამოხატულს ლიტერატურულ ენაში იმავე ბრუნვაში ნახმარ მყოფადის მიმღეობას: მოვიდნეს მოშველებად (= მოსაშველებლად); წავიდნეს კვლევად (= წავიდნენ საძებნად): ჩემ შეჭმად (= შესაჭმელად) მორბისაო-დ’: შამილის დაჭერად (= დასაჭერად).

-დ’,
შეკვეცილი და კავშირი, რომლის წინაც სრული სახით დაცულია ხმოვან-სუფიქსი, ემფატიკური თუ ნართაული -ა და ხმოვან-ნაწილაკი: სუფრა მჸღო-დ’, გჸშალა-დ’, თან ღალატ ზდობნივ; ლეკსა-დ’ ორ თუშს; ელოდებიანა-დ’, ჩჸყენ; მოდითაო-დ’ დავიჭიროთავ.

-ევ
იშლება -ე- ელემენტად, რომელიც სავარაუდებელია ფუძისეული -ე იყოს ან მისი ადრინდელი სახე -ა, და -ვ ნაწილაკად. უკანასკნელი ან სხვათა სიტყვის -ვ ნაწილაკია: რომევ (< რომ-ე-ვ) რომაო, თვარამევ (< თუ არა-მე-ვ) რომაო, თვარამევ (< რა-გვარ-ა-ვ) როგორაო... ან -ვე ნაწილაკის ვ ელემენტია: მალედაჸევ − მალედვე, ადრევე... ან კიდევ -ევ გაგებულია მთლიან ერთეულად და დაერთვის ზმნისართებს, კავშირებსა და სხვებს სხვათა სიტყვის -ო ნაწილაკის მნიშვნელობით: მემრინასევ მერმეო, სანამდინასევ სანამდისო, უჩემოდაჸევ უჩემოდო.

-ევ
იშლება -ე და -ვე ნაწილაკებად, - კი უმარცვლო -ი არის: იმაშინასევ − აი მაშინვე (იხ. -ევ და -).

-ვ1
სხვათა სიტყვის გაუმარცვლოებული -ო ნაწილაკი, რომლის წინაც დაცულია ფუძისა თუ ფორმანტის ადრინდელი ხმოვანი: რად იარებივ ბრიყვადავ, ყაჩაღიავ გასრულივ, არ გიღალატონავ (იხ ა2, ავ).

-ვ2
შეკვეცილი ნაწილაკი -ვე: ყჸჸქავ აქვე: უკვენავ − უკანვე; იმასთანავ − იმასთანვე. ზოგჯერ იგი შეიძლება აერიოს ვისმე სხვათა სიტყვის -ვ ნაწილაკთან ან მოქმედებითი ბრუნვის -ვ ელემენტთან. შდრ. ერთმანეთს: ჸჸქავ (= იქვე) დაწოლილიყვნეს და ჸჸქავ (= იქვე) იყოსავ; მაგრამ: წინავ (= წინათ) და წინავ (= წინაო).

-ზედით, -ზეით, -ზეითა
-ზე თანდებულიანი ფორმა დაწყებით ბრუნვაში: ჩხაზედით − ჩხიდან; ცხენზეითა ჩამჸგდი − ცხენიდან ჩამოუგდია.

-თად
ნანათესაობითარი ვითარებითის ნიშნები მრ. რიცხვში -თვის თანდებულიანი ფორმის მნიშვნელობით: შენდობას იტყვიან... ნაჴოცთად (= დახოცილთათვის); ქალებიც აღარ ეძლი ხისოელთად (= ხისოელთათვის).

-ი
სახელობითი ბრუნვის ნიშანი, დაცულია, თუ: ა) მას მოსდევს ნაწილაკი -ც(ა), -ვ(ე), კავშირი დ(ა) ან სხვათა სიტყვის -ო ან მისი ნაცვალი -ვ და ბ) იგულისხმება ან წარმოდგენილია შეკვეცილი მეშველი ზმნა ა. მაგ.: წყლებივ (< წყლებიო) დაშრავ: ჴაბოი-დ’ თათარ წასრულიყვნეს: ხყვანიყ... წითელცხენიანი-დ’ − წითელტანისამოსიან; ვარდიზეიც (= ვარდიძეც) მეჸკლ... უტყუარი (= უტყუარია), ბიჭ, უტყუარ; ჲეგ უღდერაჸ ხნისაჲ (= ხნისაა).

-ით, -ითა, -ითაჲ, -ითი
დაწყებითი ბრუნვის ნიშანი, უდრის -გან თანდებულიან მოქმედებითს კითხვაზე საიდან: წინა ნაპირით (= ნაპირიდან) უკვენა ნაპირამდ; ჩიგლაჸურთითა (= ჩიგლაურთიდან) ყოფილიყო-დ’, გამოვარდ ციხითაჲ (= ციხიდან); მდევარს გჸბრუნ ხისოითიცა-დ’, ქუმელაჸურთითა; იქითივ (= იქიდანვე), უბითივ (= უბიდანო); კახეთითივ.

-კ, -კ
თანდებ. -კენ: მთისაკ (= მთისაკენ) გავიდეთ; შინისაკ − წავიდ: წამოსრულიყვნეს თუშეთისაკ.

-კე
თანდებ. -კენ, დაცულია და კავშირის წინ: ჩავარდნილიყ ჴაგირისაკე-დ’.

-კი
თანდებ. -კენ (იხ. -კ).

-მ1
(< -მე) ნაწილაკი, წინადადებას აძლევს ნატვრის ელფერს: რადამ (< რადა-მ) ნეტავ რად: რადამ უშვებდეს, რადამ.

-მ2
შეკვეცილი განუსაზღვრელობის -მე ნაწილაკი: რაჸიმ რამე; რამდენიმ − რამდენიმე; რამდენჯერამ − რამდენჯერმე.

-მდ, -მდინას
თანდებ. -მდის: სამ წლამდ ვიარ; გათენებამდინას.

-მდინას
თანდებ. -მდის: შჸყარნეს ასამდინას კაცნ (იხ. -მდ.).

-ჲ1
სახელობითი ბრუნვის ნიშანი ბოლოხმოვნიან სახელებთან და ნათეს. ბრუნვის გავრცობილ ფორმაში: შობიარეჲ... ხნისაჲ...

-ჲ2
აღმავალ დიფოონგს ქმნის ხმოვნით დაწყებულ ნაცვალსახელთან და ზმნისართთან (მაგალითები ქვემოთ).

-ოდ
(< ოდენ), -ოდიოდ (< ოდენ-ოდენ) ნაწილაკი, რომლის მნიშვნელობად არსებით სახელთან მიაჩნიათ ც... კი, ზედსართავ სახელთან აღმატებითი ხარისხის წარმოება (თ. უთურგაიძე): ჯარიოდ აღარ ჩინდისავ: ქოხსთანაოდ... წოლილ.

-ღ, -ღა
ნაწილაკი, რომლის წინაც შემონახულია ფუძისეული თუ ფორმანტისეული ხმოვანი, გამოხატავს თხოვნითს ბრძანებითს, ადრინდელი მნიშვნელობა კი უნდა ყოფილიყო და ეს ახლაც უნდა ჩანდეს სისაწყლის, შებრალების ჩვენება (შდრ. სვან. ღალ): აბაღავ, ღოროვ, ერთიღავ... შეხედევ; ჰარიქათაღავ, მიშველეთავ! საგძალიღ ჩამიყარევ... მაგრამ: წავალიღავ; მეაცაღ წავალივ; რაჸიც ერგებაღავ, მიეცივ.

-შიგ
თანდებ. -ში: მთებშიგ.

-შიგითა
-შიგ თანდებულიანი ფორმა დაწყებით ბრუნვაში: საომარშიგითა სათოფურიდან.

-შიით, -შიითაჲ
(< -ში-ით-ა-ჲ) -ში თანდებულიანი ფორმა დაწყებით ბრუნვაში: სარკმელშიითაჲ − სარკმლიდან.

-ჩი, -ჩიგ
თანდებ. -ში, შიგ: მთაჩი, უბეჩი; კლდე-ღრეჩიგ.

-წ, -წა
ნაწილაკი, მიღებულია წავიდა ზმნის შეკვეცით, ნაცვალსახელებთან და ზმნისართებთან ნიშნავს ხომ.

-1
წოდებითი ფორმის გაუმარცვლოებული -ო ნიშანი: ბიჭ (= ბიჭო).

-2
გაუმარცვლოებული -ო სუფიქსი − ნიშანი ა) ნამყო წყვეტილის III პირისა და ბ) კავშირებითი II-ისა: იყ − იყო; დაიწყ − დაიწყო: რო გჸარ − რომ გაიარო.