ინგილოური დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

There are currently 23 names in this directory beginning with the letter -.
-(ა)-ნ
ვითარებითი ბრუნვის -(ა)-დ ფორმანტის მონაცვლე: ყონაღობან ­− ყონაღობად, ყარალობან − ყარაულობად, საყარაუდოდ.

-ა2
ემფატიკური ან ნართაული ხმოვანი, გამოვლინდება სხვათა სიტყვის -ო ან მის ნაცვალ -ვ ნაწილაკის წინ: წავდეთ ჩონსაო; გაგიმარჟოსავ − გაგიმარჯოსო; გოქავ − გვაქვსო.

-ავ
შეიცავს -ა ელემენტსა (იხ. -ა2) და სხვათა სიტყვის -ვ ნაწილაკს, მიღებულს -ო-ს გაუმარცვლოებით (იხ. -ვ1, -ვ2).

-ბე, -ბეთ, -ბეჲ, -ბეჲთ, ბეჲთი
თანდებ. -თვის, -ზე, შესახებ: ჩემბე − ჩემთვის; რაბე, რაბეთ − რისთვის; ორ რაჲმიბეთ რაბე მიშლია? − ორი რამისთვის რაზე მიშლი?; ჩემბეჲთი ლაზიმი არის − ჩემთვის საჭიროა; ჩემბეაც, ჩემბეთაც − ჩემთვისაც.

-დეფა
-ჯერ, -გზის, -ხელ: ორდეფა − ორჯერ, ორგზის; მეორდეფა − მეორეჯერ.

-ევ
სახელთა მრავლობითისა და ზმნის თემატური -ებ სუფიქსის მონაცვლე: ბარევი − ბარები: დამზადევაჲ − დამზადებაჲ, ვავსევთ − ვავსებთ, ვუგევთ − ვუგებთ.

-ვ2
ეგევე სხვათა სიტყვის -ვ ნაწილაკი უნდა იყოს წარმოშობით, დამოკიდებულ წინადადებაში იხმარება რომ კავშირის მნიშვნელობით: მერე მიწაჲ გასწორდესავ, ფარცხით ვფარცხავთ; დათესას უკან მიწაჲ გაჴმესვ, წყალ ვწყტავთ (იხ. ა2).

-ვი
თანდებ. -ვით: გამნასულივი გამოსულივით; სახლევივი − სახლებივით.

-თანით
(< თანით) -თან თანდებულიანი სახელი დაწყებით ბრუნვაში: ნეფესთანით ნეფესთან მყოფთაგან, ნეფესთან რომ არის, იმათგან (იქიდან).

-თუნ, -თნ
თანდებ. -თვის: გულისთუნ − გულისთვის, გადითუნ − ვაჟისთვის, ქალითუნაც − ქალისთვისაც; ჩონთნ − ჩვენთვის.

-თნ
თანდებ. -თვის (იხ. თუნ)

-ი
მოქმედებითი ბრუნვის - ით სუფიქსის ნაშთია -თ ელემენტის დაკარგვის შემდეგ, როცა დამატება წინ უსწრებს შემასმენელს: ანწლი (ანწლით) ვხურავთ, ჴელი (ხელით) ვაყრით.

-იგნი, -იზგნი, -ჲზგნი
(< -ის-გან-ით) -გან თანდებულიანი ნათესაობითი დაწყებით ბრუნვაში: ბიზიშლებიზგნი − ბიძაშვილებისგან; და რვაზაჲზგნი − ჭიშკრიდან; ჟოხიგნი − ჯოხის გარდა.

-ით, -ითი, -ჲთი
სუფიქსია დაწყებითი ბრუნვისა და უდრის -გან თანდებულიან ბრუნვას კითხვაზე საიდან, რა დროიდან: აყრით სხვენიდან; გათიბას ვიწყოვთ სექტემბრით − გათიბვას ვიწყებთ სექტემბრიდან; თორნეჲთი − თორნიდან; შიგაჲთი − შიგნიდან.

-ინჟა[ხ]
თანდებ. -მდე: მიცემინჟახ − მიცემამდე.

-ოვ
ზმნის თემატური ნიშნისა და აბსტრაქტულ სახელთა -ობ სუფიქსის მონაცვლე: ამბოვს − ამბობს; ყარალოვაჲ − ყარაულობა.

-ჟურა
-ჯურა, -ნაირი, -ისებრი: ფოთლიჟურა − ფოთლისებური, ფოთლისნაირი; ბთმჟურა − ყოველნაირი.

-ს
შეკვეცილი მეშველი ზმნა არის, ერწყმის წინა სიტყვას: კაჲს კაჲ არის, კარგია; ღამეჲს ღამეა; რაჲსა რა არის?

-ყ1
შეკვეცილი -ყე ნაწილაკი, გამოხატავს: ა) სახელობითსა და მიცემით ბრუნვაში დასმული ობიექტისა და მიცემითში სუბიექტის მრავლობითობას; ჰქონდაყ − ჰქონდათ, დოუთესიაყ − დაუთესავთ; ვეზირევს უთხრაყ; ან ბ) ზმნას ანიჭებს მრავალგზისობის მნიშვნელობას: ცხოვაყ − ცხვება ხოლმე.

-ყ2
შეკვეცილი თანდებ. -ყე, -ყენ = -კენ: შინაყ − შინისკენ, უკანაყ − უკანისკე.

-ყე1, -ყ1
ნაწილაკი, გამოხატავს: ა) სახელობითსა და მიცემით ბრუნვაში დასმული ობიექტისა და მიცემითში სუბიექტის მრავლობითობას: ეს ყმაწლები... გავზარდეყე; ბიჭებს აჭმევენყე, ალევინებენყე.

-ყე2, -ყენ
თანდებ -კენ: კარევისყენ − კარებისკენ; ზეჲთყენ − ზევითკენ; შინაყენ − შინისკენ.

-ში
თანდებული მასდართან გამოხატავს დროს, -ისას: ჩალთუქი გაზდაში − ბრინჯის გაზრდის დროს; ლურჟ ერ მეტროზე გასულაში − ჯეჯილის ერთ მეტრზე გასვლის დროს, გაზრდისას.