სახელურ ომონიმთა ისტორია ქართულში

There are currently 6 names in this directory beginning with the letter .
მასა
საშ. ქართ. I. მასა ცალწვერი და კენჭებმობმული ბადე – საბა. მასე თევზთბადე, ცალწვერი და მსუბუქი – დ. ჩუბ. ვეჭვ, მას დარჩეს პირველობა, დაგიხიოს შენი მასა (არჩილი 195, 80, 3). ახ. ქართ. II. მასა [ლათ. massa ზოდი;ლოდი] 1. მრავალრიცხოვანი ჯგუფი ხალხისა;ფართო მოსახლეობა. 1. უპირატესად მრავლობითში მრავალრიცხოვანი მთლიანი ჯგუფი ხალხისა;ფართო მოსახლეობა. მუშათა მასა. – მშრომელთა მასები. 2. რაიმე ნივთიერება ცომისებური სახით, რომლისგანაც წარმოიქმნება ან კეთდება რაიმე საგანი ან ნივთი. 3. ფიზ. სხეულისა და ენერგიის ინერციულობის საზომი. შდრ. I. მაზა.დიალექტ. III. მასა (არ. მასა) სუფრა, მაგიდა. „მასაზე დვია კრისტალი ვაზო (ინ.). „მასას სანდალიები მუუწყე და მოსაფირებ დუუძახე სადილზე (ინ., ჩვენ. ფუტკ.). მასა (თურქ. მასა) მაგიდა ზან. (ლაზ. თანდ.).
სალათა
საშ. ქართ. I. სალათა (ოსმალ.) მცენ. (დ. ჩუბ.). სალათა (თურქ.) სალატან – ქინძი, ან სალათა და ან ისპანახი გამოუხარშონ (იად. 107, 32). სალათა ბალ. (ფრანგულია), ქართულად ტაბუცუნი ჰქვიან – საბა.ახ. ქართ. II. სალათა [იტალ. salato-დან დამარილებული] 1. [Lactucasativa] ბოსტნეული მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა;აქვს მკრთალი მწვანე, ფართო ფოთლები, რომლებიც იჭმება უმად, სათანადოდ შეკაზმული, მეტწილად ხორცთან ერთად. კვლებზე მოჩანდა ოხრახუში, პრასა..., სალათა (დ. კლდ.). მწვანილის კვლები სავსე ჩანდა ქორფა სალათითა და ჭარხლის ტკბილი ფოთლებით (თ. რაზიკ.). 2. ცივი კერძი, რომელსაც ამზადებენ წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისაგან (ზოგჯერ ხორცისა და თევზისაგანაც) ზეთით, ძმრითა და მისთ., – ტაბუცუნი. დიალექტ. III. სალათა წნელისაგან დაწნული დიდი ლაგანი სალათაში ჩავაწყე პური (შდრ. საბა, საჭეჭავი ხალა). „სალთაში ჩავაწყე პური“ (ჯავახ. მელიქ.).
ტერ-ი
ძვ., საშ., ახ. ქართ. I. ტერი ძვ. «ქვეშსაფენელი და საგებელი» (საბა). ტერი: „მოართუეს მას ათი ტაბასტი და ათი ტერი და ათი ქუაბი, სიავი...“ ასე იკითხება ეს ადგილი სამ ძველ რედაქციაში: ათინურსა (ოშკურსა), იერუსალიმურსა (№113) და მცხეთურში (A– 51).ძნელია, ძველ ქართულში ნახმარი ტერის ზუსტი მნიშვნელობის დადგენა, მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად ის აღნიშნავდა ზეწარს, საბნის შალითას, შემდეგ კი საგებ-სარეცელს, ხოლო ბოლოს –ყოველგვარ ქვეშსაფენელს (ნოხს, ფარდაგს, და მისთ. „შესამოსელის“ სინონიმად გვხვდება ტერ-ფუძისაგან –ეულ სუფიქსით ნაწარმოები სიტყვა ტერეული. ვითარცა სამოსელნი განკფდენ და ვითარცა ტერეულნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ (სტიქომეტრია, კ. დანელია 1998, 99), ძირეული ერ იგივეა, რაც სომხური տեռ რომელიც თხელგამჭვირვალე ქსოვილს აღნიშნავს (დანელია 1998, 250). საშ. ქართ. II. ტერი (სომხ. ტერ). უფალი, მფლობელი პატრონი. შენ მოგკლა, ვინ დაგიტირებს, ან შენი ტერი ვინ არის (შჰნ. II, 3809, 2). რომ დავანანოთ აქ მოსვლა, არ ჰყვანდეს პატრონ ტერია (ი. ტფ. 602, 57, 4). აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა (ვეფხ. 651, 1). დიალექტ. III. ტერი ზმ. მტერი (რაჭ. კობახ.). ტერი. მტერი. – მე აწი არ მოვრჩე, ტერი არაა იმის უფრო (რაცხ. გურ.). შდრ. მტერი ავის მდომი, მავნებელი – დ. ჩუბ.
ფერვან-ი
დიალექტ. I. ფერვანი (< ფეროვანი) ღაჟღაჟა ფერისა, გაჟინჟილებული. შათანაჲ ყველაზე უმფო ჯანთელი და ფერვანია (აჭარ. ნიჟ.). იხ. I. ფერი.დიალექტ. II. ფერვანი (თ. pervane) ხრახნი: დუზგარი აქ იმას, ფერვანები აქ იმა (ბაზგ., შავშ.).
წურწუმა
საშ. ქართ. I. წურწუმა კუმკუმა. უანგარიშო ტაშტი, წურწუმა, ზოგი ოქროსა (საბა 242, 18). ახ. ქართ. წურწუმა 1. ვიწროყელიანი ჭურჭელი წყლისათვის, – კუმკუმა. ხალხმა ხელის დასაბანად წყაროს მიაშურა, ბატონებს წურწუმით მიართვეს წყალი მოახლეებმა (ნ. ლორთქ.). 2. რთული ფუძის მეორე შემადგენელი ნაწილი. ტაშტ-წურწუმა. წურწუმა ხის სასმისი, ყანწის უფსკერო წინამორბედი, რომელსაც ხელით დაუხშობდნენ ძირს და ისე გამოცლიდნენ;წუმწუმა, სპილენძის მაღალყელიანი, მუცლიანი ჭურჭელი ზან. (მეგრ. ქობ.). წურწუმაი პატარა ჭურჭელი დოქი (სვან. ლიპარტ.). ახ. ქართ. II. წურწუმა ერთგვარი ბალახია – ნემსივით გაუვლის ცხვარს ეს ბალახი (რ. ერ.). შდრ. IV. წუმწუმა.
ჭყუტ-ი
ახ. ქართ. I. ჭყუტ-ი, ჭყუტა «უხეირო, მჟავე (ხილი)» (კირ.). ზოგს ჭყუტა ვაშლივით აკრავს ცხვირი და არც კი უჩანს (ს. მგალობ.). დიალექტ. II. ჭყუტი საუბ ავადმყოფობა, რომელიც აიძულებს ადამიანს ბევრი სითხე სვას, – დიაბეტი. რა ჭყუტი დაგემართა, რა ბევრს სვამ? (ღარიხევი, ზ.-იმერ. ძოწ.). ჭყუტია ბევრი სითხის (წყლის თუ ღვინის მსმელი. მონადირის შვილმა უთხრა ამ ჭყუტიას: აპა შენ იცი და ამ ღვინომო (ღარიხევი, ზ.-იმერ. ძოწ.). იხ. I. ჭყურტი. დიალექტ. III. ჭყუტი წვრილი. ჭყუტი მარცვალი აქ წელს პურს (ზედუბანი, ზ.-იმერ. ძოწ.). შდრ. ჭიოტა წვრილი – ქეგლ. ჭყიოტ-მატი (ფშ. ჭყ.).

წიგნში წარმოდგენილია დაახლოებით 1070 ომონიმი (2800 ომონიმური ცალი სიტყვ-სტატია). ნაშრომი ემყარება ემპირიულ მასალას, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან წერილობით წყაროებს, დიალექტოლოგიურ და ქართველურ ენათა მონაცემებს. განხილულია ამა თუ იმ სიტყვასთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული თვალსაზრისები და, შეძლებისდაგვარად, მათი წარმომავლობისა და ეტიმოლოგიის საკუთარი ინტერპრეტაციაც. დაწერილია ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გათვალისწინებით. განკუთვნილია ქართველური ენების ლექსიკის ისტორიულ-ეტიმოლოგიური საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის. ავტორი ნ. ჭოხონელიძე რედაქტორი მ. ჩუხუა რეცენზენტები: ე. შენგელია, ნ. ხახიაშვილი ტექნიკური რედაქტორი ლ. ვაშაკიძე ოპერატორი თ. გაბროშვილი