-ზეგათანდებ. -ზე: დუნიაზეგა, ხეზეგაო, მიცემაზეგა...
-თი2(შდრ. სვან. თე) თანდებ. -კენ, (-ში), იხმარება მიც. ბრუნვასთან: წავლენ თასათი; დაბრუნდეს ჶერეჲდანსათი, რო წავიდენ მარტყოფსათი; ჩამოიდეს სოფელსათი.
-ყე1ნაწილაკი, უჩვენებს ობიექტის (და სუბიექტისაც) მრავლობითობას, მოქმედების ხოლმეობითობას: მისცაყე მისცა მათ; „მივეყე და მივეცით − ორივე ერთია“; ქურთებმა წაართესყე (= წაართვეს მათ).
-ყე2, -ყენათანდებული -გან კითხვაზე საიდან, იხმარება მიცემით ბრუნვასთან: ჭასაყე (= ჭიდან) წყალი ამაიღონ: მიწასაყე − მიწიდან; თბილისსაყეო − თბილისიდანო; თებსაყე − მთებიდან; მაგრამ: ამისყე − აქედან.
-ყე3თანდებ. -კენ, იხმარება მიცემით ბრუნვასთან: ეხლა ვთქოთ თავის ცოლსაყე (= ცოლისკენ, ცოლზე).
-ყენასრული სახეა -ყე თანდებულისა (იხ. -ყე2), უდრის -გან თანდებულს, უპირატესად კითხვაზე საიდან: ჩამოიდა ცხენსაყენა (= ცხენიდან); ავალ, თასაყენაც დავათორიალებო (შდრ. იყიდონ შენყენაო).
-ჩი, -ჩიგათანდებ. -ში: გულჩი, ჭაჩი... თავჩიგა, ხელჩიგა.