ფშაური ლექსიკონი

ფშაური დიალექტის ლექსიკონი
შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

There are currently 11 names in this directory beginning with the letter -.
-ავ, -ავის
ზმნის დაბოლოებას თურმეობით პირველსა და სტატიკურ ვნებითებში -ი-ა სუფიქსთა ნაცვლად: გამიგონავ − გამიგონია; შამივლავ − შემივლია; აკლავ − აკლია; გამოუშვავის − გამოუშვია.

-ზეით
-ზე თანდებულიანი სახელი დაწყებით ბრუნვაში: შამოდგომაზეით − შემოდგომიდან, შემოდგომაზე რომ იქნება, იქიდან.

-თვი, -თვინა
თანდებ. -თვის: საღამოსთვი − საღამოსთვის; კლდეებისთვინა − კლდეებისთვის.

-ისად, -ისადა
ნანათესაობითარი ვითარებითის ნიშნები მნიშვნელობით უდრის -თვის თანდებულიანს; ამისად − ამისთვის; ყველაისადა − ყველასთვის; და-ძმისადა და-ძმისთვის.

-კა, -კე
თანდებ. -კენ: საბძელთაკა − საბძლისკენ (ზედმიწევნით: საბძლებისკენ).

-კე, -კა
თანდებული -კენ: ფშავისაკე − ფშავისაკენ.

-მდენ, -მდენა
თანდებ. -მდე. -მდის: ბორბალამდენ − ბორბალამდე; თვემდენა − თვემდე.

-შიით
-ში თანდებულიანი სახელი დაწყებით ბრუნვაში: ციხეშიით − ციხიდან, ციხეში რომ იყო, იქიდან; მთაშიითა − მთიდან, მთაში რომ იყო, იქიდან.

-ჩი
თანდებ. -ში: ორწყალჩი − ორწყალში; ჴელჩი − ხელში.

-ჩიით
-ჩი (-ში) თანდებულიანი სახელი დაწყებით ბრუნვაში: საკომჩიით − საკომიდან.

-ძე, ძედ[ა]
თანდებ. -ზე: ბანძედა − ბანზედა.