ქართლური დიალექტის ლექსიკონი

შემდგენლები: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე

There are currently 5 names in this directory beginning with the letter -.
-ამ
ზმნის თემატური სუფიქსი ნაცვლად ა) -ავ სუფიქსისა: გაწურამ, გაშლახამს, ვკლამთ; ბ) -ებ სუფიქსისა: დავანებამ, ვითამაშამ, დაიყვირამს, დაიყივლამს, დაიძახამს.

-ეა-
კომპლექსი იქცევა -ია- კომპლექსად: ტყია − ტყეა, ხია, მჟავია... შიატყობინა − შეატყობინა.

-ებ
ზმნის თემატური სუფიქსი ქართლის ზოგიერთი კუთხის მეტყველებაში (გომარულსა და სხვაგან) და ჯავახურში შეცვლილია -ამ სუფიქსით: დავისვენამ, დაიხვიხვინამს, გავაკეთამთ, დავალევინამთ.

-თვინ, -თვინა
თანდებ. -თვის: იმათ-თვინ − იმათთვის; იმისთვინა − იმისთვის.

-ჯელ
-ჯერ: ორჯელ, სამჯელ, ოთხჯელ.